საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარმოადგინეთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახი.

 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2022 წლის 4, 5, 6 და 10 მაისს 18:00 საათამდე და 11 მაისს 13:00 საათამდე.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 11 მაისს 18:00 საათზე.

 

აპელაცია 12 მაისს. განცხადებას აგზავნით ფაკულტეტის კანცელარიის ელ. ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

 

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი 
  • საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) 
  • 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2021 წლის 10 აგვისტოდან 2022 წლის 07 თებერვლის ჩათვლით) პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • განცხადებას შეავსებთ ადგილზე.

დოკუმეტაციაში გარკვევით  უნდა ჩანდეს კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი.  

გისურვებთ წარმატებებს!

რექტორის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესი 

შეფასების კრიტერიუმები

თარიღი: 04/05/2022